ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინდონეზიის უნივერსიტეტში გაიმართა ლექცია დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ

indonesia/pic-1_4.jpg2017 წლის 13 ივნისს ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ინდონეზიის უნივერსიტეტში გაიმართა ლექცია თემაზე: „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის (საქართველო) ადრეული პერიოდის ადამიანები“. ლექცია წაიკითხა ფილიპინების უნივერსიტეტის არქეოლოგმა მილენ ლისინგმა, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და რეგულარულად მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებში.

ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, არქეოლოგები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.  დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველო-ინდონეზიის ურთიერთობებზე განათლებისა და კულტურის სფეროში. საქართველოს ელჩმა ისაუბრა 2017 წლის ოქტომბერში ინდონეზიის ეროვნულ მუზეუმში დაგეგმილი დმანისის არქეოლოგიური ნიმუშების ასლების გამოფენის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ინდონეზიას ეწვევა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე.

ღონისძიებას ესწრებოდა ინდონეზიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, რომელმაც აღნიშნა, რომ დმანისის აღმოჩენების და ქართული არქეოლოგიის უკეთ გაცნობის მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ინდონეზიის უნივერსიტეტი დაინტერესებულია საქართველოში მიავლინოს ინდონეზიელი არქეოლოგი, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების საქმეში.

 

indonesia/pic-2_8.jpg indonesia/pic-3_5.jpg

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ