ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ASEAN - ის პარლამენტთაშორისი ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანთან

indonesia/Pic.jpg2017 წლის 9 აგვისტოს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ ASEAN-ის პარლამენტთაშორისი ასამბლეის (AIPA) გენერალურ სამდივნოში (ქ. ჯაკარტა) შეხვედრა გამართა AIPA-ს გენერალურ მდივანთან ისრა სანტორნვუტთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა ASEAN-თან და AIPA-სთან საქართველოს თანამშრომლობის  პერსპექტივები, მათ შორის AIPA-ს წევრ სახელმწიფოებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების, საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. ზურაბ ალექსიძემ  აღნიშნა, რომ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან და ორგანიზაცია ASEAN-თან ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს ერთ-ერთი მნიშნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. გენერალური მდივნის ისრა სანტორნვუტის განცხადებით, AIPA-ს გენერალური სამდივნოს საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას საერთაშორისო ასპარეზზე ორგანიზაციის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს და ამ მხრივ ასეანის საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება  საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ