ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ინდონეზიის ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან

indonesia/Pic-1_2.jpg2017 წლის 23 აგვისტოს ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ შეხვედრა გამართა ინდონეზიის ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან იგდე პიტანასთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდონეზიას შორის ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის მზარდ დინამიკას, რაც მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებისთვის.

ელჩმა ზურაბ ალექსიძემ მინისტრის მოადგილეს მიულოცა უკანასკნელ წლებში ტურიზმის განვითარების სფეროში მიღწეული მნიშნელოვანი წარმატებები და ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიღწევების შესახებ. იქვე აღინიშნა ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში მთავრობათაშორისი ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარების აუცილებლობაზე და შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ შესაბამისი პროცედურების დასრულებას.

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ