ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ASEAN-ის გენერალური მდივნის მოადგილესთან

indonesia/Photo.jpg2017 წლის 24 აგვისტოს ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ შეხვედრა გამართა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის (ASEAN) გენერალური მდივნის მოადგილესთან ჰირუბალან ვიპისთან. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ASEAN-ს შორის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა. საქართველოს ელჩმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული, ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ. ასევე გააცნო თანამშრომლობის დინამიკა საქართველოსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებს შორის.

ზურაბ ალექსიძემ ASEAN-ის გენერალური მდივნის მოადგილესთან საუბარში აღნიშნა, რომ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებთან და ორგანიზაცია ASEAN-თან თანამშრომლობის შემდგომი განვითარება წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს. გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ASEAN-ი ისწრაფვის პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითრებისკენ და ამ მიმართულებით ASEAN-ის სამდივნო მზადაა გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა საქართველოს საელჩოსთან.

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ