ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩი ზურაბ ალექსიძე ვიზიტით ეწვია ინდონეზიის ქ. მაკასარს

indonesia/Photo-1_2.jpgმიმდინარე წლის 6-8 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო ინდონეზიის სამხრეთ სულავესის პროვინციის დედაქალაქ მაკასარში გამართულ მე-8 საერთაშორისო ფესტივალში, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები: დავით ფირცხალავას „მამა“ და ნინო შაბურიშვილის „სტუმარი“. ფილმების ჩვენებას, რომლებიც საგანგებოდ წარადგინა ღონისძიების წამყვანმა, ესწრებოდა 200 ინდონეზიელი და უცხოელი სტუმარი.

სამხრეთ სულავესის პროვინციაში ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ალექსიძე შეხვდა ქ. მაკასარის მერს რამდან პომანტოს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ქალაქებს შორის დამეგობრების და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინიცირების საკითხებს. ელჩმა ქ. მაკასარის მერს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი, ასევე მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები და ინდონეზია-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები. მხარეები შეთანხმდენენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას ქალაქებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარების საკითხებზე. ელჩის ვიზიტი ქ. მაკასარში ფართოდ გააშუქა ადგილობრივმა მასმედიამ.

 

 

indonesia/Photo-2_2.jpg

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ