ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2017 წლის 25-27 სექტემბერს გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ ალექსიძის ვიზიტი ფილიპინების რესპუბლიკაში

indonesia/Picture_1.jpgმიმდინარე წლის 25–27 სექტემბერს საქართველოს ელჩი ფილიპინებში ზურაბ ალექსიძე (რეზიდენციით ქ. ჯაკარტა) ვიზიტით ეწვია ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საპატიო კონსულისა და საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, გაიმართა საქართველო–ფილიპინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.

ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის ფილიპინების ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ მისასალმებელ სიტყვაში მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ელჩმა სტუმრებს გააცნო საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი და საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა და მოეწყო ქართული კუთხე, სადაც განთავსდა ქართული ტრადიციული სუვენირები და ტურისტული ბროშურები. მიღებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ყველი და ქართული კერძები. მიღებაზე საგანგებოდ მოწვეულმა აზიისა და ოკეანეთის უნივერსიტეტის სტუდენტების მომღერალთა გუნდმა შეასრულა პოპულარული ქართული სიმღერა "სულიკო".

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ელჩის ზურაბ ალექსიძის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში ფილიპინების საგარეო საქმეთა მდივნის მოადგილესთან მანუელ ტეჰანკისთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს საქართველო - ფილიპინების ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალს და დასახეს კონკრეტული ნაბიჯები აღნიშნული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიმართულებით. ამასთან, ფილიპინების საგარეო საქმეთა მდივნის მოადგილემ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმებით და გამოთქვა სურვილი ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით.

ქ. მანილაში ვიზიტისას გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტის გენერალურ დირექტორთან, კლარო კრისტობალთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა ინსტიტუტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახ. დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს შორის თანამშროლობის განვითარების საკითხები. მხარეებმა საზეიმო ვითარებაში გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი ფილიპინების საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტსა და საქართველოს დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს შორის, რომელიც ითვალისწინებს ორი სასწავლო დაწესებულების მიერ ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.

indonesia/Picture_2.jpg

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ