ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებების მინისტრთან

indonesia/pic-1_5.jpgმიმდინარე წლის 29 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებების მინისტრთან ისალონა ლაოლისთან.

შეხვედრისას მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს და მაღალი შეფასება მისცეს ქართული რეფორმების გაზიარების მიმართულებით განხორციელებულ თანამშრომლობას. ინდონეზიის მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებს და მიღწეულ შედეგებს. გამოითქვა მზადყოფნა ნაყოფიერი თანამშრომლობის მომავალში გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ინდონეზიის იუსტიციის მინისტრმა საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში.

 

 

 

 

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ