ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ასეანის გენერალურ მდივანთან

indonesia/pic-1_7.jpg2017 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ასეანი) გენერალურ მდივანთან ლი ნოუნგ მინჰთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-ასეანის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ელჩმა ზურაბ ალექსიძემ გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოს ასეანთან დაახლოების მხარდაჭერისთვის. გენერალურ მდივანმა ლი ნოუნგ მინჰმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს განსაკუთრებულ  დაინტერესებას ასეანთან და რეგიონის სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

გენერალურმა მდივანმა საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ