ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართველი პიანისტის ვიზიტი ქ. ჯაკარტაში

indonesia/pic-1_9.jpg2017 წლის 17 ოქტომბერს, ქ. ჯაკარტაში  საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და ჯაია სუპრანას საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტის, ახალგაზრდა ქართველი პიანისტის, ასლან ჩიქოვანის სოლო კონცერტი. აღსანიშნავია, რომ ასლან ჩიქოვანი არის პირველი ქართველი პიანისტი, რომელიც საქართველო-ინდონეზიის ახალგაზრდა პიანისტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ეწვია ინდონეზიას.

კონცერტს ესწრებოდნენ ინდონეზიის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ქართველი პიანისტის  საშემსრულებლო ხელოვნებამ დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. კონცერტის დასრულების შემდეგ ცნობილმა ინდონეზიელმა კომპოზიტორმა და საშემსრულებლო სკოლის დირექტორმა, პროფესორმა ჯაია სუპრანამ ქართველ პიანისტს საპატიო სიგელი გადასცა.

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ