ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინდონეზიის ეროვნულ მუზეუმში ერთობლივი ქართულ-ინდონეზიური გამოფენა

indonesia/pic1.jpg2017 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საელჩოსა და ინდონეზიის ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ინიციატივით, ინდონეზიის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით: „პრეისტორიული მემკვიდრეობა“, რომელის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენების ნიმუშების ასლები. სპეციალურად გამოფენისთვის ინდონეზიას ეწვია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე. ოფიციალური გახსნის ცერემონიამდე გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია ინდონეზიის წამყვანი მედიასაშუალებების მონაწილეობით.

გამოფენის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრები, მათ შორის ინდონეზიის ხელისუფლების, კულტურის, სამეცნიერო წრეების და მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ და ინდონეზიის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ჰილმარ ფარიდმა. საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და ინდონეზიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე და ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში ინდონეზიის საზოგადოებაში საქართველოს შესახებ ცნობადობის მნიშნელოვან გაზრდას. პროფესორი ჰილმარ ფარიდი თავის გამოსვლაში მიესალმა ინდონეზიის ეროვნულ მუზეუმში დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენების ნიმუშების ასლების გამოფენას და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ინდონეზიის მხარე აქტიურად გააგრძელებს მუშაობას კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

გამოფენის საზეიმო გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა პროფესორ დავით ლორთქიფანიძის ლექცია სახელწოდებით, „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის აღმოჩენა“. ასევე ლექცია - „ჰომო ერექტუსის გრძელი გზა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე და არქიპელაგის ადამიანებით დასახლება“ - წაიკითხა ინდონეზიის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა პროფესორმა ჰარი ვიდიანტომ. ღონისძიების ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოსა და ინდონეზიის მუზეუმები გაცვლიან არქეოლოგიური ნიმუშების ასლებს. 

2017 წლის 26 ოქტომბერს პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ ლექცია წაიკითხა ინდონეზიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც დაესწრნენ ინდონეზიის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები, არქეოლოგები და სტუდენტები. გამოფენა, რომელიც ფართოდ გააშუქეს ინდონეზიის მედია საშუალებებმა, გაგრძელდება 2017 წლის 30 ოქტომბრამდე.

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ