ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ეწვია სინგაპურს

indonesia/pic1_16.jpg2017 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს ელჩი სინგაპურში (რეზიდენცია, ჯაკარტა) ზურაბ ალექსიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია სინგაპურს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა სინგაპურის საგარეო საქმეთა უფროს სახელმწიფო მინისტრთან ოსმან მალიკისთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სინგაპურსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში. საუბარი შეეხო ასევე მომავალი წლიდან სინგაპურის ასეანის თავმჯდომარეობის პერიოდში აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტებს.

 

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია 2018 წელს სინგაპურ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისათვის შესაძლო ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით. სინგაპურის სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძე ასევე ეწვია სინგაპურში მიმდინარე სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენას „ITB ASIA”, სადაც მონაწილეობა მიიღეს  ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა.

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ