ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართული ფილმის საკონკურსო ჩვენება სინგაპურის საერთაშორისო კინოფესტივალზე

indonesia/24726082_1890905414256997_92553089_o_1.jpg2017 წლის 1 დეკემბერს სინგაპურში, ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალის “SGIFF” (Singapore International Film Festival) ფარგლებში, აზიის მხატვრული ფილმების საკონკურსო ჩვენებაზე ე.წ. „Silver Screen Award“-ზე, საქართველოს საელჩოსა და სინგაპურში საქართველოს საპატიო კონსულის აქტიური მხარდაჭერით, პირველად იქნა წარმოდგენილი ქართველი რეჟისორის ფილმი. კერძოდ, კინოფესტივალის ორგანიზატორების მიერ შერჩეულ იქნა ქართველი რეჟისორის, ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედა“.

ფილმის ჩვენებას, რომელიც გაიმართა სინგაპურის ეროვნულ მუზეუმში ესწრებოდნენ თავად  ფილმის რეჟისორი ანა ურუშაძე და მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ნატა მურვანიძე. კინოჩვენების შემდეგ შედგა დისკუსია, რომლის დროსაც დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა კითხვები დაესვა ფილმის რეჟისორის და მთავარი როლის შემსრულებლისთვის.​ სინგაპურის კინოფესტივალის ფარგლებში ქართველმა რეჟისორმა ანა ურუშაძემ მიიღო სპეციალური ჯილდო  „Inspiring Woman in Film Award”.

 
 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ