ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 25.05.2017

indonesia/pic-1.jpg

მიმდინარე წლის 22-23 მაისს, საქართველოს ელჩი ფილიპინების რესპუბლიკაში (რეზიდენციით ჯაკარტა) ზურაბ ალექსიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ქ. მანილას. ვიზიტის ფარგლებში ელჩი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწეს გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში ბ-ნ ბაიანი მერკადოს და ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორს ქ-ნ ჟოზეფინ რეინანტეს.

 
განთავსების თარიღი: 22.05.2017

indonesia/18527587_1567710996604461_683975662478980522_n.jpg


მიმდინარე წლის 19-20 მაისს, საქართველოს ელჩმა ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ზურაბ ალექსიძემ ქ. დილიში მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ფრანცისკო გუტერეს ლუ ოლოს ინაუგურაციის ცერემონიალში და დაესწრო ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რეპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას. 

 
განთავსების თარიღი: 18.05.2017

indonesia/Pic_1.jpg

2017 წლის 16 მაისს ინდონეზიაში საქართველოს საელჩოში, საელჩოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით გაიმართა ქართული გამაგრილებელი სასმელების „ნატახტარი“ (ლიმონათი) და ქართული ჩაის „კონა“ პრეზენტაცია/დეგუსტაცია. 

 
განთავსების თარიღი: 10.05.2017

indonesia/Picture_2.jpg

2017 წლის 8 მაისს ინდონეზიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებში გაიმართა ხელოვნებისა და დიზაინის შესახებ ქართული ფილმის „ანტიკური ისტორია და თანამედროვე დიზაინი“ ჩვენება. 

 
განთავსების თარიღი: 08.05.2017

indonesia/Pic-1.jpg

5.05.2017 ჯაკარტა, ინდონეზია - ​ინდონეზიის დედაქალაქ  ჯაკარტაში, 4-5 მაისს, საქართველოსა და ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-4 რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ინდონეზიის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ამერიკისა და ევროპის საკითხებში მუჰამად ანშორი.

 
განთავსების თარიღი: 01.05.2017

indonesia/GKJ_Ballet_1.jpg

„ინდონეზიის ცეკვის საზოგადოების“ ორგანიზებით, 30 აპრილს ქ. ჯაკარტაში გაიმართა საბალეტო და თანამედროვე ცეკვის კონკურსი Indonesia Dance Prix დასკვნითი საღამო. სხვა ქვეყნების უცხოელ მოცეკვავეებთან ერთად, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ღონისძიებაში განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღეს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის მთავარმა სოლისტებმა ნინო სამადაშვილმა და ფილიპ ფედულოვმა, რომლებმაც შეასრულეს ფრაგმენტები ბალეტიდან "გედების ტბა" და "საგალობელი". 

 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  2 3 4 5 6
7 9 11 12 13
14 15 16 17 19 20
21 23 24 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ