ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 15.06.2017

indonesia/pic-1_4.jpg

2017 წლის 13 ივნისს ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ინდონეზიის უნივერსიტეტში გაიმართა ლექცია თემაზე: „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის (საქართველო) ადრეული პერიოდის ადამიანები“. ლექცია წაიკითხა ფილიპინების უნივერსიტეტის არქეოლოგმა მილენ ლისინგმა, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და რეგულარულად მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებში.

 
განთავსების თარიღი: 09.06.2017

indonesia/pic-2_6.jpg

მიმდინარე წლის 7 ივნისს, სინგაპურის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში "Fairmont", საქართველოს საპატიო კონსულისა და საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გაიმართა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრო 200-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის სინგაპურის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. 

 
განთავსების თარიღი: 09.06.2017

indonesia/pic-1_2.jpg

მიმდინარე წლის 6 ივნისს, სინგაპურში საქართველოს საპატიო კონსულის პიტერ ტან შუის ინიციატივით და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ბიზნეს სემინარი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა სინგაპურის რესპუბლიკაში ზურაბ ალექსიძემ (რეზიდენციით ქ. ჯაკარტა). 

 

 

 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 10
11 12 13 14 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ