საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტიმორ-ლესტე - კოვიდ პანდემიის ფონზე მოქმედი რეგულაციები!

განახლდა ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კოვიდ პანდემიის ფონზე მოქმედი რეგულაციები: 

  • მოიხსნა საერთაშორისო მგზავრებისთვის PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულება;
  • სავალდებულოა ვაქცინაციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა;
  • არასრულად ვაქცინირებული საერთაშორისო მგზავრები ექვემდებარებიან 10 დღიან კარანტინს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ავტორიზებულ სასტუმროში/დაწესებულებაში/კერძო საცხოვრებელ ადგილას;
  • მოქალაქეებს, რომლებიც სრულად ვერ იცრებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოეთხოვებათ ექიმის ცნობის წარდგენა.