საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოში მომავალმა უცხოელმა რომელსაც ესაჭიროება ვიზა, ქვეყანაში შემოსვლამდე უნდა აიღოს იმ კატეგორიის ვიზა რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება მისი საქართველოში მგზავრობის მიზანს. ღილაკი მესაჭიროება თუ არა ვიზა არის მარტივი და სწრაფი გზა, რათა უცხოელმა გამოავლინოს საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროება თუ არა ვიზა https://www.geoconsul.gov.ge/ka/visaInformation?process=2

 საქართველოს ვიზის მისაღებად, ქ. ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს შეუძლიათ მიმართონ ინდონეზიის, ფილიპინების და ტიმორ-ლესტეს მოქალაქეებმა, ასევე ამ ქვეყნებში ბინადრობის უფლების მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა.

სინგაპურის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 (ერთი) წლის  ვადით  ყოფნის უფლება (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).

ინდონეზიისმოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ამავე ქვეყნის მიერ გაცემულ დიპლომატიურ ან ოფიციალური/სამსახურებრივ მოქმედ პასპორტს შეუძლიათ შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე (განსაზღვრული ვადით).

იმ უცხოელებს, რომლებსაც აქვთ საქართველოს მთავრობის№256 დადგენილებით განსაზღვრული რომელიმე ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვაშეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით.

საქართველოს ვიზის კატეგორიები

 სავიზო განაცხადის წარდგენის პროცესში განმცხადებელმა უნდა აირჩიოს საქართველოში მოგზაურობის სწორი მიზანი, გადაწყვეტილება უნდა მიღებულ იქნეს თვითონ განმცხადებლის მიერ სასურველი ვიზის კატეგორიის ( ბინადრობის სტატუსის) მიხედვით. ვიზის კატეგორიები განსზაღვრულია საქართველოს საიმიგრაციო კანონით და განსხვავდება ქვეყანაში მგზავრობის მიზნის მიხედვით. საქართველოს ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

  1. დიპლომატიური (A კატეგორია)
  2. სპეციალური (B კატეგორია)
  3. ორდინალური (C კატეგორია)
  4. საიმიგრაციო (D კატეგორია)
  5. ტრანზიტული (T კატეგორია)

 

დიპლომატიური და სპეციალური კატეგორიის გრძელვადიანი ვიზა

 საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომლებიც ფლობენ არჩეული ქვყნის მოქალაქეობასსაქართველოში დიპლომატიური როტაციის შემთხვევაში საჭიროებენგრძელვადიანდიპლომატიური ან სპეციალური (A2B2B3კატეგორიისვიზას. შესაბამისიკატეგორიის ვიზის მისაღებადშეგიძიათ მიმართოთსაქართველოს საელჩოს ინდონეზიის რესპუბლიკაში.

დიპლომატიური და სპეციალური კატეგორიის გრძელვადიანი ვიზის მოსაპოვებლად საქართველოს საელჩოს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. ელექტრონულად შევსებული ხელმოწერილი სავიზო განაცხადი 

2. სამგზავრო დოკუმენტი / პასპორტი

3. ფოტოსურათი ICAO  სტანდარტების შესაბამისად

4. საქართველოში მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტი

5. იმ შემთხვევაში, თუ ვიზის მიღების მსურველი პირი ვიზას იღებს, როგორც უცხოელის ოჯახის წევრიდოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი წარმოადგენს ოჯახის წევრს (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და სხვა).

უცხო ქვეყნის მოქალაქე დიპლომატიური და სპეციალური კატეგორიის  გრძელვადიანი ვიზების გაფორმებისას თავისუფლდება საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან !

ზოგადი მოთხოვნები წარსადგენი დოკუმენტების მიმართ:

  • ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ან ინგლისურ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტის თარგმნის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
  • დიპლომატიური და სპეციალური გრძელვადიანი ვიზების გაცემის მიზნით, ვიზის გამცემ ორგანოს დოკუმენტების დედნები წარედგინება ლეგალიზების/აპოსტილით დამოწმების გარეშე, ხოლო დოკუმენტების ასლების წარდგენის შემთხვევაშილეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული ან სანოტარო წესით დამოწმებული სახით
  • დოკუმენტები ვიზის გამცემ ორგანოს შესაძლებელია წარედგინოს, როგორც პირადად, ისე ფოსტის საშუალებით.

დიპლომატიური და სპეციალური კატეგორიის მოკლევადიანი ვიზა

დიპლომატიური/სპეციალური კატეგორიის მოკლევადიანი ვიზა გაიცემა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მომავალ პირებზე. ერთჯერადი დიპლომატიური/სპეციალური მოკლევადიანი კატეგორიის ვიზა გაიცემა უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით, ხოლო მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა არა უმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთან, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.

 დიპლომატიური/სპეციალური კატეგორიისმოკლევადიანივიზის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთსაქართველოს საელჩოს ინდონეზიის რესპუბლიკაშიდიპლომატიური/სპეციალური კატეგორიის მოკლევადიანივიზის (A1A3A4A5B1B4) მოქმედების ვადის გასაგრძელებლად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს.

 

ორდინალური ვიზა

საქართველოში მოკლევადიანი მიზნით მომავალ უცხოელებზე გაიცემა ორდინალური (C1C2C3C4 კატეგორიის) ვიზაორდინალური ვიზა გაიცემა საქართველოში ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებითერთჯერადი ორდინალური ვიზა გაიცემა უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით, ხოლო მრავალჯერადი ორდინალური ვიზა გაიცემა არა უმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთან, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღესვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე/გაგრძელებაზე უარის თქმის, ასევე ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადიხილეთ გასაჩივრების წესი.

 გთხოვთ გაითვალისწინოთრომ მრავალჯერადი ორდინალური ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც წინა წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში და არსებობს მის მიერ მრავალჯერადი ორდინალური ვიზის მოთხოვნის საფუძველი.

 

საიმიგრაციო ვიზა

საქართველოში გრძელვადიანი მიზნით მომავალ უცხოელებზე გაიცემა საიმიგრაციო (D1D2D3D4D5 კატეგორიის) ვიზა. საიმიგრაციო ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის ან 1 წლის მოქმედებისა და საქართველოში ყოფნის ვადით. საიმიგრაციო ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით გაიცემა მხოლოდ  D5 კატეგორიის შემთხვევაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება D კატეგორიის (გარდა  D5 კატეგორიისა) საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებეს შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო  D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე/გაგრძელებაზე უარის თქმის, ასევე ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადიხილეთ გასაჩივრების წესი.

 

ტრანზიტული  ვიზა

ტრანზიტული ვიზა გაიცემა მხოლოდ მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის (10 დღე) შემთხვევაში. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისათვის შესაბამისი კატეგორიის ვიზის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საელჩოს ინდონეზიის რესპუბლიკაში. ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე/გაგრძელებაზე უარის თქმის, ასევე ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადიხილეთ გასაჩივრების წესი.

ტრანზიტული ვიზის მისაღებად საელჩოში წარსადგენი დოკუმენტაცია: 

1. ელექტრონულად შევსებული ხელმოწერილი სავიზო განაცხადი

2. სამგზავრო დოკუმენტი / პასპორტი

3. განმცხადებლის ფოტო ICAO –  სტანდარტების შესაბამისად

4. საკონსულო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი  ქვითარი

5. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემთხვევაში, პირის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის  გარანტიები

6. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ უცხოელს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის დაეკისრა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა

7. არასრულწლოვანი (პირი, რომელსაც ჯერ არ შეუსრულდა 18 წელიან/და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისთვის უნდა წარედგინოს არასრულწლოვანი ან/და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანხმობა წერილობითი ფორმით;

8. იმ შემთხვევაში თუ ვიზის გამცემ ორგანოში დოკუმენტების ჩაბარება ხდება წარმომადგენლის მეშვეობით, საჭიროა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საჭიროების შემთხვევაში, ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, ვიზის მიღების მსურველ უცხოელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენა ან/და ვიზის გასაცემად საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოპოვების ან წარდგენილი დოკუმენტების/ ინფორმაციის ნამდვილობისა და სისწორის დადასტურების მიზნითვიზის მიღების მსურველი უცხოელი ან/და მისი წარმომადგენელი მოიწვიოს გასაუბრებაზე.

 

გადაწვეტილების მიღების ვადები

 უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და ვიზის გამცემი ორგანოს მიერ მოპოვებული მასალის საფუძველზე, ვიზის გამცემი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის ან ვიზის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სავიზო განაცხადის წარდგენიდან:

  • მოკლევადიანი ვიზა საელჩოსთვის მიმართვის შემთხვევაში -  10 კალენდარული დღის ვადაში 
  • მოკლევადიანი ვიზა  e-VISA PORTAL-ის მეშვეობით – 5 სამუშაო დღის ვადაში
  • გრძელვადიანი ვიზა – 30 კალენდარული დღის ვადაში
  • D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა – 10 კალენდარული დღის ვადაში