Vaccinated Travel Framework
ყველა მგზავრს, მათ შორის სინგაპურის მოქალაქეებს და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირებს, ნებისმიერი ქვეყნიდან/რეგიონიდან შეუძლიათ სინგაპურში შესვლა კარანტინის, ტესტის ან შესვლის წინასწარი ნებართვის გარეშე, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
- არიან 12 წლის და/ან 12 წლის ქვემოთ არასრულწლოვნები (2010 წლის 1 იანვარს ან შემდეგ დაბადებულები)
- არიან სრულად ვაქცინირებულები (სრულად ვაქცინირებულად ითვლება, ვისაც ჩატარებული აქვს CanSinoBIO/Convidecia ან Janssen/J&J სულ მცირე ერთი დოზა, AstraZeneca, Covaxin, Moderna/Spikevax, Covishield, Novavax/Covovax/Nuvaxovid, Pfizer/BioNTech/COMIRNATY, Sinovac or Sinopharm - ორი დოზა. მიღებულია WHO EUL-ის ქვეშ ნებისმიერი ვაქცინის კომბინაცია. დეტალური ინფორმაციისთვის: https://safetravel.ica.gov.sg/arriving/overview#vaccination)
- ჩატარებული აქვთ ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაცია მათ, ვისაც აქვთ მოგზაურობის ისტორია მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში/რეგიონებში (აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში)
აღნიშნულმა მგზავრებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა:
- სინგაპურში ჩატარებული კოვიდ ვაქცინის და მოქმედი Singapss ექაუნთის ქონის შემთხვევაში, მგზავრებს შეუძლიათ შესაბამისი დამადასტურებელი ინფორმაციის მოძიება/გამოყენება TraceTogether/HealthHub მობილური აპლიკაციებიდან ან მატერიალური ფორმით, ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა. დეტალური ინფორმაციისთვის: https://eservices.ica.gov.sg/STO1/VCP
- საქართველოში გაცემული კოვიდ სერტიფიკატი არ განეკუთვნება ე.წ ონლაინ გადამოწმებად სერტიფიკატთა რიცხვს. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ კოვიდ სერტიფიკატი მატერიალური ფორმით (ინგლისურ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული ინგლისური თარგმანი) ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სახელი-გვარი (სამგზავრო დოკუმენტის შესაბამისად); სულ მცირე ერთი საიდენტიფიკაციო ნიშანი: დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი, ა.შ. ქვეყნის დასახელება, სადაც ჩატარდა ვაქცინაცია; ვაქცინაციის დასახელება; ვაქცინაციის თარიღი დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: https://safetravel.ica.gov.sg/arriving/general-travel/fully-vaccinated
არასრულად ვაქცინირებულები
2009 წლის 31 დეკემბერს, ან მანამდე დაბადებული ყველა მგზავრი, რომელიც არ ექვემდებარება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს, ჩაითვლებიან არასრულად ვაქცინირებულებად.
არასრულად ვაქცინირებული პირები სინგაპურში არ დაიშვებიან წინასწარი ნებართვის გარეშე. შესვლის წინასწარი ნებართვა არ ესაჭიროებათ სინგაპურის მოქალაქეებს და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირებს, ასევე გრძელვადიანი ნებართვის მფლობელთ, რომლებიც დაბადებული არიან 2005-დან 2010 წლის ჩათვლით, და გეგმავენ სინგაპურში შესვლას 2022 წლის 1 ივლისამდე. 2022 წლის 1 ივლისიდან შესვლის შემთხვევაში, საჭიროა შესვლის ნებართვის მოპოვება. ნებართვის კატეგორიების და შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: https://safetravel.ica.gov.sg/arriving/general-travel/non-fully-vaccinated
სინგაპურში შესვლის ნებართვის და აუცილებლობის შემთხვევაში, ვიზის მფლობელებს, ასევე, ესაჭიროებათ დაზღვევის ქონა. პირობები იხილეთ აქ: https://safetravel.ica.gov.sg/arriving/general-travel/non-fully-vaccinated
მგზავრობამდე კოვიდ ტესტის აღების ვალდებულებისგან, შესაძლოა, გათავისუფლდნენ პირები, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი სინგაპურში დაგეგმილ თარიღამდე 14-დან 90 დღემდე ადრე. გთხოვთ, გამოიყენეთ თვითდამხმარე, რათა დაადგინოთ ტესტის საჭიროება: https://www.checkfirst.gov.sg/c/192f8f07-deb5-4203-9a47-533b1cb238bc
სხვა შემთხვევაში, არასრულად ვაქცინირებულ პირებს, რომლებიც ფლობენ სინგაპურში შესვლის წინასწარ ნებართვას და სხვა დამატებით დოკუმენტაციას (საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში - ვიზას), მოეთხოვებათ მგზავრობამდე 2 დღით ადრე აღებული PCR ან ანტიგენის ტესტი. დეტალური ინფორმაცია ტესტის მოთხოვნებთან დაკავშირებით, იხილეთ აქ: https://safetravel.ica.gov.sg/arriving/general-travel/non-fully-vaccinated
არასრულად ვაქცინირებულ პირებს, რომლებიც ფლობენ სინგაპურში შესვლის წინასწარ ნებართვას და სხვა დამატებით დოკუმენტაციას (საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში - ვიზას), მოეთხოვებათ 7 დღიანი თვითიზოლაცია (7-day Stay Home Notice) წინასწარ დეკლარირებულ საცხოვრებელ ადგილას. თვითიზოლაციის პერიოდი დასრულებულად ჩაითვლება საიმიგრაციო კონტროლის გავლის შემდეგ, ელ. ფოსტით მიღებულ შეტყობინებაში მითითებულ დღეს ან PCR ტესტის უარყოფითი შედეგის მიღების შემდეგ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://safetravel.ica.gov.sg/arriving/general-travel/non-fully-vaccinated
რეკომენდებულია, სინგაპურში მგზავრობამდე 3 დღით ადრე, ე.წ. ჩამოსვლის ბარათის და ელექტრონული ჯანმრთელობის დეკლარაციის შევსება. ვიზიტორებს, რომლებიც არ ფლობენ TraceTogether mobile application მოეთხოვებათ მისი ჩამოტვირთვა და საიმიგრაციო პროცედურის გავლის შემდეგ, მისი გააქტიურება. სინგაპურის ფარგლებს გარეთ ვაქცინირებულ მგზავრებს შეუძლიათ 30 დღის განმავლობაში, დროებით გააქტიურონ შესაბამისი სტატუსი TraceTogether მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
ვაქცინაციის მოქმედების ვადების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ: https://safetravel.ica.gov.sg/arriving/general-travel/fully-vaccinated
ტრანზიტი - სინგაპურის მხარე არ ითხოვს COVID-19 ტესტს, ვიზას ან შესვლის ნებართვას ტრანზიტით მოგზაურობის შემთხვევაში (მხოლოდ ჩანგის აეროპორტში გადაჯდომით, სატრანზიტო სივრცის დატოვების გარეშე, თუ ბარგი ჩაბარებულია საწყისი აეროპორტიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე). დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://safetravel.ica.gov.sg/transit/overview
ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის სინგაპურის სავიზო პროცედურის შესახებ:
დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, არ ესაჭიროებათ ვიზა სინგაპურში შესასვლელად.
დეტალური ინფორმაცია სავიზო პროცედურის და დოკუმენტაციის შესახებ, იხილეთ: აქ https://www.ica.gov.sg/enter-depart/entry_requirements/visa_requirements/visa-detail-page/georgia
საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ სინგაპურის ვიზისთვის, პერსონალურად მიმართონ ქ. ანკარაში სინგაპურის საელჩოს https://www.mfa.gov.sg/ankara ან ქ. სტამბოლში სინგაპურის საპატიო გენერალურ კონსულს https://www.mfa.gov.sg/istanbul თითოეულ ვიზაზე მოსაკრებელი შეადგენს 294 თურქულ ლირას (გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით). ვიზის გაცემა თანხმდება სინგაპურის იმიგრაციისა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების სამსახურთან.
სავიზო აგენტის მომსახურების/დახმარების სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა მიმართოთ:
GLOBAL SINGAPORE ASSOCIATES PTE LTD singapore@globalsingapore.sg
I-C-I-D PTE LTD singtourism@gmail.com
TOUR EAST SINGAPORE (1996) PTE LTD GCHUA@TOUREAST.NET
ROUTE ONE CONSULTING PTE LTD -routeoneconsulting@gmail.com
ელექტრონული ვიზის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სინგაპურში საკონტაქტო პირის ან ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის მეშვეობით, რომლებიც ფლობენ SingPass-ის მოქმედ ანგარიშს.
კოვიდ პანდემიის ფონზე მოქმედ რეგულაციებზე დამატებით (იხილეთ ზევით), გთხოვთ, გაეცნოთ სინგაპურში შესვლის მოთხოვნებს აქ: https://www.ica.gov.sg/enter-depart/entry_requirements
მესამე ქვეყნიდან ან ქვეყანაში ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა მიეცეთ სინგაპურში უვიზოდ შესვლის უფლება მაქსიმუმ 96 საათით. გადაწყვეტილებას Visa Free Transit Facility გამოყენების შესახებ, დისკრეციულად იღებს სინგაპურის იმიგრაციისა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების სამსახური. ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს სინგაპურის საჰაერო გზით დატოვების ვალდებულება. https://www.ica.gov.sg/enter-depart/entry_requirements/visa-free-transit-facility