საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

irakli asashvili

მოგესალმებით ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც მიზნად ისახავს, მოგაწოდოთ მუდმივად განახლებადი და ამომწურავი ინფორმაცია როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ისე ადგილსამყოფელ და დაფარვის ქვეყნებში საელჩოს საქმიანობის შესახებ.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკას შორის 1993 წლის 25 იანვარს დამყარდა, ხოლო საქართველოს საელჩო ქ. ჯაკარტაში 2012 წელს გაიხსნა. აქვე შეგახსენებთ, რომ საელჩო აკრედიტებულია სინგაპურის, ფილიპინების და ტიმორ ლესტეს რესპუბლიკებში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN).

პირადად ჩემი და საელჩოს გუნდის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ხელშეწყობა. შესაბამისად, მუდმივად მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, გაგიწიოთ დახმარება და კონსულტაცია, ასევე გავითვალისწინოთ თქვენი რჩევები და მოსაზრებები.

გარდა ამისა, საელჩოს საქმიანობის დიდი ნაწილი მიმართულია საქართველოს, როგორც დემოკრატიული და პროგრესული რეფორმების გამტარებელი, სტაბილური, მდიდარი კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის იმიჯის განმტკიცების, ასევე ინვესტიციების და თანამედროვე ტექნოლოგიების/ინოვაციების მოზიდვის ხელშეწყობისკენ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს. წინასწარი გათვლებით, 2030 წლისთვის, იგი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს რეგიონულ ეკონომიკად ჩამოყალიბდება. აღნიშნული პოტენციალის გათვალისწინებით, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, საელჩო აქტიურად ავითარებს კავშირებს და თანამშრომლობას შესაბამის ქვეყნებთან, განსაკუთრებით პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პირობებში.

იმედი გვაქვს, საელჩოს ძალისხმევა, არამხოლოდ გავააქტიუროთ არსებული ურთიერთობების დინამიკა, არამედ თვისებრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ ადგილსამყოფელ და დაფარვის ქვეყნებთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა, ურთიერთსასარგებლო შედეგებს გამოიღებს.

 

 საუკეთესო სურვილებით,

 

ირაკლი ასაშვილი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი