ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ
30 ივლისს, საქმეთა დროებითი რწმუნებული თორნიკე ნოზაძე შეხვდა ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკისა და ევროპის საქმეთა გენერალური დირექტორატის მეორე ევროპული დირექტორატის დირექტორს ვინარდი ლუკის.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების აქტუალური საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.