Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ

ა.წ. 18-21 თებერვალს, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა შორენა დუჩიძემ, შეხვედრები გამართა ტიმორ-ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული პარლამენტის პრეზიდენტთან მარია ფერნანდა ლეისთან, სახელმწიფო ადმინისტრირების მინისტრთან ტომას დო როსარიო კაბრალთან, საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრის მოადგილესთან მილენა მარია და კოსტა რანგელთან, ასევე ევროპის, ამერიკის და აფრიკის ორმხრივ საქმეთა გენერალურ დირექტორთან ფრანსისკო დიონისიო ფერნანდესთან, მრავალმხრივი თანამშრომლობის გენერალურ დირექტორთან ლიონეტო მანტილოსთან, ასეან-ის საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობის გენერალურ დირექტორთან ელისა და სილვასთან, საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან ნელსონ სანტოსთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ტიმორ-ლესტეს პარლამენტის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის ქ. თბილისში გამართვის საკითხი, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატურათა მხარდაჭერა, საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობის და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.  

21 თებერვალს, საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა მონაწილეობა მიიღო ტიმორ-ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით გამართულ დიპლომატიურ მიღებაში, რომელსაც ასევე, ესწრებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი, პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი.