FPCI-სთან შეხვედრის შეხვედრის შესახებ
5 აგვისტოს, საქმეთა დროებითი რწმუნებული თორნიკე ნოზაძე შეხვდა ინდონეზიის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კვლევითი ორგანიზაციის Foreign Policy Community of Indonesia (FPCI) თავმჯდომარეს დინო პატი ჯალალს.
შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის განვითარების და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
FPCI წარმოადგენს სამოქალაქო ინიციატივაზე დაფუძნებულ პროექტს, რომელიც იკვლევს აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებს ინდონეზიის, ASEAN-ის და ზოგადად, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის საგარეო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ჭრილში. FPCI-ის ქსელი, დღეისათვის, 100 ათასზე მეტ წევრს აერთიანებს.