საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სინგაპური - კოვიდ პანდემიის ფონზე მოქმედი რეგულაციები და სავიზო პროცედურა!

სინგაპურში შესვლასთან დაკავშირებით, 2022 წლის სექტემბრიდან მოქმედი რეგულაციები:

მგზავრებს, რომლებიც სინგაპურში შესვლამდე 6 დღით ადრე იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ჯგუფად განსაზღვრულ რეგიონებში/ქვეყნებში (პირველ რიგში, აფრიკა და ლათინური ამერიკა), მოეთხოვებათ ყვითელი ცხელების ვაქცინაციის საერთაშორისო ცნობის წარდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ მგზავრებს, მათ შორის მცირეწლოვანებს და სამედიცინო უკუჩვენების მქონე პირებს, მოუწევთ 6 დღიანი კარანტინის გავლა.

ზოგადი საიმიგრაციო მოთხოვნები:

·         სულ მცირე 6 თვით მოქმედი პასპორტი

·         ვიზა, იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ აქვთ სინგაპურთან უვიზო მიმოსვლა. Visa-Free Transit Facility ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ სინგაპურში შესვლა უვიზოდ მაქსიმუმ 96 სთ-ით, თუკი სინგაპური არის მათი ტრანზიტის და არა საბოლოო დანიშნულების ქვეყანა.

·         სავალდებულოა SGAC declaration შევსება მგზავრობამდე 3 დღით ადრე.

აკრძალული ნივთების და საბაჟო პროცედურის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.ica.gov.sg/enter-transit-depart/entering-singapore/what-you-can-bring /

https://www.ica.gov.sg/enter-transit-depart/at-our-checkpoints/for-travellers

2010 წლის პირველ იანვარს ან შემდგომ დაბადებული, ანუ 12 წლამდე მგზავრები თავისუფლდებიან კოვიდთან დაკავშირებული ყოველგვარი მოთხოვნისგან.

2009 წლის 31 დეკემბერს ან მანამდე დაბადებული, ანუ 13 წლის და ზევით მგზავრებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ქვემოთ მითითებული WHO-EUL აღიარებული რომელიმე ვაქცინის მინიმალური დოზა მაინც, მგზავრობამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე, მოეთხოვებათ მხოლოდ ვაქცინაციის ცნობა:

1.       One dose of CanSinoBIO/Convidecia or Janssen/J&J vaccine; OR

2.       Two doses of AstraZeneca, Covaxin, Moderna/Spikevax, or Covishield vaccine administered at least 24 days apart; OR

3.       Two doses of Novavax/Covovax/Nuvaxovid, Pfizer/BioNTech/COMIRNATY, or Sinopharm vaccine, administered at least 17 days apart; OR

4.       Two doses of Sinovac vaccine, administered 13 days apart; OR

5.       Mixture of any two doses of vaccines listed in points 1-4, administered at least 17 days apart; OR

6.       Any of the vaccination combinations listed in points 1-5 and subsequently recovered from COVID-19; OR

7.       At least one dose of any WHO EUL approved vaccines listed in points 1-4, taken at least 28 days after a COVID-19 positive diagnosis 

ვაქცინაციის დამადასტურებელი (ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი) უნდა შეიცავდეს და ემთხვეოდეს სამგზავრო დოკუმენტში მითითებულ პირად/საიდენტიფიკაციო მონაცემებს:

·         Digital vaccination apps clearly indicating vaccination doses taken; or

·         Hardcopy certificates clearly indicating vaccination doses taken; or

·         Acceptance letter from the Vaccination Check Portal if you hold a digital vaccination certificate issued by countries/regions in this document

 WHO-EUL აღიარებული ვაქცინაციით არა-სრულად ვაქცინირებულ მგზავრებს მოეთხოვებათ:

·         მგზავრობამდე ორი დღის განმავლობაში აღებული PCR ან ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი (ინგლისურ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით).

·       დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ ხარჯებს, სულ მცირე 30 ათასი დოლარის სამედიცინო დაფარვით https://www.ica.gov.sg/enter-transit-depart/entering-singapore/COVID-insurance

მგზავრობამდე ტესტის აღების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან მგზავრები, რომელთაც დაუდასტურდათ კოვიდი სინგაპურში მგზავრობამდე 14-90 დღით ადრე და ფლობენ შესაბამის დოკუმენტს. გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.checkfirst.gov.sg/c/192f8f07-deb5-4203-9a47-533b1cb238bc

რეკომენდებულია  TraceTogether app  აპლიკაციის გამოყენება

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: https://www.ica.gov.sg/enter-transit-depart/entering-singapore


სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის

დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, არ ესაჭიროებათ ვიზა სინგაპურში შესასვლელად

ყველა სხვა შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ვიზა სინგაპურში გასამგზავრებლად.

დეტალური ინფორმაცია სავიზო პროცედურის და დოკუმენტაციის შესახებ, ხელმისაწვდომია: 

https://www.ica.gov.sg/enter-depart/entry_requirements/visa_requirements/visa-detail-page/ georgia

საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ სინგაპურის ვიზისთვის, პერსონალურად მიმართონ ქ. ანკარაში სინგაპურის საელჩოს https://www.mfa.gov.sg/ankara ან ქ. სტამბოლში სინგაპურის საპატიო გენერალურ კონსულს https://www.mfa.gov.sg/istanbul 

ვიზაზე მოსაკრებელი შეადგენს 294 თურქულ ლირას (გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით). ვიზის გაცემა თანხმდება სინგაპურის იმიგრაციისა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების სამსახურთან.

სავიზო აგენტის მომსახურების/დახმარების სურვილის შემთხვევაში, მიმართეთ:

GLOBAL SINGAPORE ASSOCIATES PTE LTD singapore@globalsingapore.sg

I-C-I-D PTE LTD singtourism@gmail.com

TOUR EAST SINGAPORE (1996) PTE LTD gchua@toureast.net

ROUTE ONE CONSULTING PTE LTD routeoneconsulting@gmail.com

ელექტრონული ვიზის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სინგაპურში საკონტაქტო პირის ან ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის მეშვეობით, რომლებიც ფლობენ SingPass-ის მოქმედ ანგარიშს.  

ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში (ანუ, როდესაც დანიშნულების ქვეყანას არ წარმოადგენს სინგაპური), საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, მიეცეთ სინგაპურში უვიზოდ შესვლის უფლება, მაქსიმუმ 96 საათით. გადაწყვეტილებას ე.წ. Visa Free Transit Facility გამოყენების შესახებ, დისკრეციულად, იღებს სინგაპურის იმიგრაციისა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების სამსახური. ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს სინგაპურის საჰაერო გზით დატოვების ვალდებულება. გთხოვთ, მგზავრობამდე, წინასწარ გადაამოწმოთ ინფორმაცია შესაბამის სამსახურთან https://www.ica.gov.sg/enter-depart/entry_requirements/visa-free-transit-facility