საქართველოს ელჩმა ბაკრის უნივერსიტეტში დიპლომატიური ეთიკის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდონეზიის რესპუბლიკაში, თორნიკე ნოზაძემ ბაკრის უნივერსიტეტში დიპლომატიური ეთიკის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა. საქართველოს საელჩოსა და უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, პროფესორ-მასწავლებლები და პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტები დაესწრნენ.