- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- თორნიკე ნოზაძე
თორნიკე ნოზაძე
დაბადების თარიღი და ადგილი
1979 წლის 30 ივლისი, ქ. რუსთავი, საქართველო.
პროფესიული გამოცდილება
2025 წლიდან - დღემდე - ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
2024 წლის 11 ივლისიდან - 2025 - ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი / საქმეთა დროებითი რწმუნებული.
2019-2022 - ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული / უფროსი მრჩეველი;
2018-2019 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი;
2010-2018 - მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში სხვადასხვა თანამდებობებზე:
- სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი
- სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;
- ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
2001-2004 - ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის საგარეო და რეგიონთაშორისი ურთიერთობათა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი / მთავარი სპეციალისტი.
განათლება
2009 - დაამთავრა ტვენტეს უნივერსიტეტის (ჰოლანდია) / მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) ევროპისმცოდნეობის ფაკულტეტი - მიენიჭა მაგისტრის ორმაგი ხარისხი;
2006 - დაამთავრა რედინგის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
2000 - დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ტექნიკური ფაკულტეტი - მიენიჭა სახელმწიფო მართვის ბაკალავრის ხარისხი;
დიპლომატიური რანგი
2019 - მიენიჭა უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.