Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში, აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ფილიპინების რესპუბლიკაში, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN)

თორნიკე ნოზაძე

დაბადების თარიღი და ადგილი

1979 წლის 30 ივლისი, ქ. რუსთავი, საქართველო.

პროფესიული გამოცდილება

2025 წლიდან - დღემდე - ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

2024 წლის 11 ივლისიდან - 2025 - ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი / საქმეთა დროებითი რწმუნებული.

2019-2022 - ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული / უფროსი მრჩეველი;

2018-2019 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი;

2010-2018  -  მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში სხვადასხვა თანამდებობებზე:

  • სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი
  • სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;
  • ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
  • ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

2001-2004 - ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის საგარეო და რეგიონთაშორისი ურთიერთობათა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი / მთავარი სპეციალისტი.

განათლება

2009 - დაამთავრა ტვენტეს უნივერსიტეტის (ჰოლანდია) / მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) ევროპისმცოდნეობის ფაკულტეტი - მიენიჭა მაგისტრის ორმაგი ხარისხი;

2006 - დაამთავრა რედინგის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;

2000 - დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ტექნიკური ფაკულტეტი - მიენიჭა სახელმწიფო მართვის ბაკალავრის ხარისხი;

დიპლომატიური რანგი

2019 - მიენიჭა უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.