Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სავიზო ინფორმაცია

საქართველოს ვიზაზე მომართვა შეუძლიათ ინდონეზიის, ფილიპინების, სინგაპურის და ტიმორ-ლესტეს მოქალაქეებს და ბინადრობის უფლების მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებს.

ინდონეზიის, ფილიპინების და ტიმორ-ლესტეს მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მოკლევადიანი C კატეგორიის (ტურისტული, სამედიცინო, საქმიანი ვიზიტებისთვის) ერთჯერადი ელექტრონული ვიზა შემდეგი ბმულის მეშვეობით https://www.evisa.gov.ge/GeoVisa/ საელჩო არ არის ჩართული ელექტრონული ვიზის გაცემის პროცესში

სინგაპურის მოქალაქეები სარგებლობენ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლით 1 წლის ვადით.

ინდონეზიის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ამავე ქვეყნის მიერ გაცემულ დიპლომატიურ ან ოფიციალურ/სამსახურებრივ მოქმედ პასპორტს, შეუძლიათ შევიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე (განსაზღვრული ვადით).

ინდონეზიის, ფილიპინების და ტიმორ-ლესტეს მოქალაქეებს შეუძლიათ გრძელვადიანი ე.წ. საიმიგრაციო ვიზის მიღება მხოლოდ ქ. ჯაკარტაში საქართველოს საელჩოში.

ელექტრონული ფორმით სავიზო განაცხადის შევსება ხდება შემდეგ ბმულზე: https://geoconsul.gov.ge  

სავიზო განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ, აპლიკანტს მითითებულ ელ-ფოსტაზე ეგზავნება მომხმარებლის სახელი და პაროლი. გთხოვთ, შეინახოთ აღნიშნული მონაცემები საკუთარი განაცხადის შემდგომში სამართავად.

სავიზო განაცხადის რეგისტრაციის და საჭირო დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის პროცესში, აპლიკანტი ვალდებულია, ასევე, დაჯავშნოს საელჩოში ვიზიტი. თუკი რეგისტრაციისას, სისტემა არ იძლევა ვიზიტის დაჯავშნის შესაძლებლობას, ეს ნიშნავს, რომ ყველა დრო ათვისებულია. აპლიკანტი ვალდებულია ხშირად შეამოწმოს სისტემა ახალი თავისუფალი დროის სანახავად. საიმიგრაციო ვიზისთვის, საფოსტო გზავნილით განაცხადი და დოკუმენტები არ მიიღება. ასევე, არ მიიღება მეილით მოწოდებული დოკუმენტები. 

გასაუბრების დროს, აპლიკანტს მოეთხოვება ელექტრონული ფორმით ატვირთული სავალდებულო დოკუმენტაციის ორიგინალის წარდგენა. ყველა დოკუმენტი უნდა იყოს შედგენილი ქართულ და/ან ინგლისურ ენებზე. საჭიროების შემთხვევაში, საელჩოს აქვს უფლება, მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის დამოწმება ან დამატებით დოკუმენტი/ინფორმაცია.

მოკლევადიან ორდინალურ ვიზაზე განაცხადის განხილვის ვადაა 10 დღე. 

საიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის განხილვის ვადაა 30 დღე. საიმიგრაციო ვიზა გაიცემა 90 დღის მოქმედების ვადით, მრავალჯერადი შესვლა-გასვლის უფლებით. საიმიგრაციო ვიზის მფლობელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ბინადრობის ნებართვის მისაღებად უნდა მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს/იუსტიციის სახლს, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღისა.

სავალდებულო საბაზისო დოკუმენტაციის ჩამონათვალი (საელჩოს აქვს უფლება მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი)   

 

C კატეგორიის ორდინალური ვიზისთვის:

  • სავიზო მოსაკრებლის - 20 აშშ დოლარი - გადახდის დამდასტურებელი ქვითარი. სავიზო მოსაკრებელი უნდა ჩაირიცხოს სრულად (მითითებული ტარიფის ოდენობით). შესაბამისად, საერთაშორისო (სხვა ქვეყნიდან) გადარიცხვის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ გადარიცხვის საკომისიო, მათ შორის მიმღები ბანკის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხის არასრულად ჩარიცხვის გამო, მოხდება სავიზო განაცხადის განხილვის შეჩერება. გადარიცხვისას,  უნდა მიეთითოს აპლიკანტის სახელი და მომსახურების ტიპი
  • სრულად შევსებული და ხელმოწერილი სავიზო განაცხადი. თუ სავიზო განაცხადს აკეთებს წარმომადგენელი, უნდა იქნას წარმოდგენილი შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული ნოტარიულად. მეურვეობა/მზრუნველობის შემთხვევაში, უნდა იქნეს წარმოდგენილი შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (საზღვარგარეთ გაცემული დოკუმენტი უნდა იყოს ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაშია იგი გაცემული). 18 წლამდე ასაკის და/ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა შემთხვევაში, უნდა იქნეს წარმოდგენილი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის დამოწმებული თანხმობა. სავიზო განაცხადში, სახელი (middel name-თან ერთად) და გვარი უნდა მიეთითოს სრულად, დიდი ასოებით, სამგზავრო დოკუმენტის იდენტურად  
  • ფოტო - ICAO სტანდარტის შესაბამისად (3.5/4.5), რომელიც უნდა აიტვირთოს სავიზო განაცხადში განსაზღვრულ ადგილას. თუ წარმოდგენილი ფოტო არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტს, სავიზო განაცხადი არ განიხილება
  • სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტის) ასლი - გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამასთან, პასპორტის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ვიზის ხანგრძლივობას სულ მცირე 3 თვით, უნდა შეიცავდეს ვიზის ბლანკის დასატანად ვარგის, არანაკლებ ორ თავისუფალ გვერდს, არ უნდა იყოს დაზიანებული და არ უნდა შეიცავდეს არაოფიციალურ ჩანაწერებს
  • ჯანმრთელობის/სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც მოქმედია ვიზის მოქმედების ვადით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში, დაფარავს როგორც მკურნალობის, ისე გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს
  • საცხოვრებლის დამადასტურებელი (მაგ. სასტუმროს ჯავშანი, ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული და უძრავი ქონების განკარგვის უფლების დადასტურებით, მეპატრონის წერილობითი თანხმობა ნოტარიულად დამოწმებული და უძრავი ქონების განკარგვის უფლების დადასტურებით)
  • საკმარისი ფინანსური სახსრების დამადასტურებელი: მოწვევა თუ მომწვევი პირი უზრუნველყოფს უცხოელს მგზავრობისა და საქართველოში ყოფნისათვის საკმარისი ფინანსური სახსრებით, შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენთან ერთად; ან დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი საკუთარი სახსრებით დაფარავს მგზავრობისა და საქართველოში ყოფნისათვის საჭირო ხარჯებს, შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად
  • ბილეთის ჯავშანი  
  • სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი  
     

D1 კატეგორიის (სამუშაო) ვიზისთვის:   

  • სავიზო მოსაკრებლის - 20 აშშ დოლარი - გადახდის დამდასტურებელი ქვითარი. სავიზო მოსაკრებელი უნდა ჩაირიცხოს სრულად (მითითებული ტარიფის ოდენობით). შესაბამისად, საერთაშორისო (სხვა ქვეყნიდან) გადარიცხვის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ გადარიცხვის საკომისიო, მათ შორის მიმღები ბანკის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხის არასრულად ჩარიცხვის გამო, მოხდება სავიზო განაცხადის განხილვის შეჩერება. გადარიცხვისას, უნდა მიეთითოს აპლიკანტის სახელი და მომსახურების ტიპი
  • სრულად შევსებული და ხელმოწერილი სავიზო განაცხადი. თუ სავიზო განაცხადს აკეთებს წარმომადგენელი, უნდა იქნას წარმოდგენილი შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული ნოტარიულად. მეურვეობა/მზრუნველობის შემთხვევაში, უნდა იქნეს წარმოდგენილი შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (საზღვარგარეთ გაცემული დოკუმენტი უნდა იყოს ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაშია იგი გაცემული). 18 წლამდე ასაკის და/ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა შემთხვევაში, უნდა იქნეს წარმოდგენილი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის დამოწმებული თანხმობა. სავიზო განაცხადში, სახელი (middel name-თან ერთად) და გვარი უნდა მიეთითოს სრულად, დიდი ასოებით, სამგზავრო დოკუმენტის იდენტურად
  • ფოტო - ICAO სტანდარტის შესაბამისად (3.5/4.5), რომელიც უნდა აიტვირთოს სავიზო განაცხადში განსაზღვრულ ადგილას. თუ წარმოდგენილი ფოტო არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტს, სავიზო განაცხადი არ განიხილება
  • სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტის) ასლი - გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამასთან, პასპორტის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ვიზის ხანგრძლივობას სულ მცირე 3 თვით, უნდა შეიცავდეს ვიზის ბლანკის დასატანად ვარგის, არანაკლებ ორ თავისუფალ გვერდს, არ უნდა იყოს დაზიანებული და არ უნდა შეიცავდეს არაოფიციალურ ჩანაწერებს
  • საქართველოში მგზავრობის მიზნის დადასტურება - შრომით ხელშეკრულება, რომელიც უნდა შეიცავდეს შრომითი ურთიერთობების ხანგრძლივობას, ანაზღაურებას, დასაქმებულის პოზიციას და ყველა სხვა სავალდებულო ინფორმაციას. ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დასტურდებოდეს ნოტარიულად; ან  ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი არის საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/თანადამფუძნებელი ან  ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი
  • ჯანმრთელობის/სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც მოქმედია ვიზის მოქმედების ვადით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში, დაფარავს როგორც მკურნალობის, ისე გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს
  • საცხოვრებლის დამადასტურებელი (მაგ. სასტუმროს ჯავშანი, ან ქირავნობის ხელშეკრულება ქირავნობის ხანგრძლივობის და ოდენობის მითითებით, ნოტარიულად დამოწმებული და უძრავი ქონების ფლობის/განკარგვის უფლების დადასტურებით, მეპატრონის წერილობითი თანხმობა ქირავნობის ხანგრძლივობის და ოდენობის მითითებით, ნოტარიულად დამოწმებული და უძრავი ქონების განკარგვის უფლების დადასტურებით)
  • საკმარისი ფინანსური სახსრების დამადასტურებელი: მოწვევა თუ მომწვევი პირი უზრუნველყოფს უცხოელს მგზავრობისა და საქართველოში ყოფნისათვის საკმარისი ფინანსური სახსრებით, შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად; დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი საკუთარი სახსრებით დაფარავს მგზავრობისა და საქართველოში ყოფნისათვის საჭირო ხარჯებს
  • შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი
  • ფილიპინების მოქალაქეების შემთხვევაში - საზღვარგარეთ დასაქმების ცნობის (Overseas Employment Certificate) მოპოვების მიზნით, რეგისტრაციის დამადასტურებელი
  • დამსაქმებლის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან
  • ბილეთის ჯავშანი
  • სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
     

D3 კატეგორიის (სასწავლო) ვიზისთვის:

  • სავიზო მოსაკრებლის - 20 აშშ დოლარი - გადახდის დამდასტურებელი ქვითარი. სავიზო მოსაკრებელი უნდა ჩაირიცხოს სრულად (მითითებული ტარიფის ოდენობით). შესაბამისად, საერთაშორისო (სხვა ქვეყნიდან) გადარიცხვის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ გადარიცხვის საკომისიო, მათ შორის მიმღები ბანკის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხის არასრულად ჩარიცხვის გამო, მოხდება სავიზო განაცხადის განხილვის შეჩერება. გადარიცხვისას, უნდა მიეთითოს აპლიკანტის სახელი და მომსახურების ტიპი
  • სრულად შევსებული და ხელმოწერილი სავიზო განაცხადი. თუ სავიზო განაცხადს აკეთებს წარმომადგენელი, უნდა იქნას წარმოდგენილი შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული ნოტარიულად. მეურვეობა/მზრუნველობის შემთხვევაში, უნდა იქნეს წარმოდგენილი შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (საზღვარგარეთ გაცემული დოკუმენტი უნდა იყოს ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაშია იგი გაცემული). 18 წლამდე ასაკის და/ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა შემთხვევაში, უნდა იქნეს წარმოდგენილი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის დამოწმებული თანხმობა. სავიზო განაცხადში, სახელი (middel name-თან ერთად) და გვარი უნდა მიეთითოს სრულად, დიდი ასოებით, სამგზავრო დოკუმენტის იდენტურად
  • ფოტო - ICAO სტანდარტის შესაბამისად (3.5/4.5), რომელიც უნდა აიტვირთოს სავიზო განაცხადში განსაზღვრულ ადგილას. თუ წარმოდგენილი ფოტო არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტს, სავიზო განაცხადი არ განიხილება
  • სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტის) ასლი - გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამასთან, პასპორტის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ვიზის ხანგრძლივობას სულ მცირე 3 თვით, უნდა შეიცავდეს ვიზის ბლანკის დასატანად ვარგის, არანაკლებ ორ თავისუფალ გვერდს, არ უნდა იყოს დაზიანებული და არ უნდა შეიცავდეს არაოფიციალურ ჩანაწერებს
  • საქართველოში მგზავრობის მიზნის დადასტურება - ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის მინისტრის ბრძანება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მინიჭების შესახებ, უნივერსიტეტის ბრძანება/თანხმობა, სწავლის საფასურის სავალდებულო ნაწილის დაფარვის დადასტურება
  • ჯანმრთელობის/სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც მოქმედია ვიზის მოქმედების ვადით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში, დაფარავს როგორც მკურნალობის, ისე გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს
  • საცხოვრებლის დამადასტურებელი (მაგ. სასწავლებლისგან დადასტურება საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით; ან სასტუმროს ჯავშანი; ან ქირავნობის ხელშეკრულება ქირავნობის ხანგრძლივობის და ოდენობის მითითებით, ნოტარიულად დამოწმებული და უძრავი ქონების ფლობის/განკარგვის უფლების დადასტურებით, მეპატრონის წერილობითი თანხმობა ქირავნობის ხანგრძლივობის და ოდენობის მითითებით, ნოტარიულად დამოწმებული და უძრავი ქონების განკარგვის უფლების დადასტურებით)
  • საკმარისი ფინანსური სახსრების დამადასტურებელი - დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი საკუთარი სახსრებით დაფარავს მგზავრობის, საქართველოში ყოფნისა და სწავლისთვის საჭირო ხარჯებს; სპონსორის წერილი (ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის ასლთან ერთად); გრანტის/სწავლის დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი; სტიპენდიის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ფინანსური სახსრების არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი
  • ბილეთის ჯავშანი
  • სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
     

D4 კატეგორიის (ოჯახის გაერთიანების მიზნით) ვიზისთვის:    

  • სავიზო მოსაკრებლის - 20 აშშ დოლარი - გადახდის დამდასტურებელი ქვითარი. სავიზო მოსაკრებელი უნდა ჩაირიცხოს სრულად (მითითებული ტარიფის ოდენობით). შესაბამისად, საერთაშორისო (სხვა ქვეყნიდან) გადარიცხვის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ გადარიცხვის საკომისიო, მათ შორის მიმღები ბანკის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხის არასრულად ჩარიცხვის გამო, მოხდება სავიზო განაცხადის განხილვის შეჩერება. გადარიცხვისას, უნდა მიეთითოს აპლიკანტის სახელი და მომსახურების ტიპი. საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრები გათავისუფლებულნი არიან სავიზო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან
  • სრულად შევსებული და ხელმოწერილი სავიზო განაცხადი. თუ სავიზო განაცხადს აკეთებს წარმომადგენელი, უნდა იქნას წარმოდგენილი შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული ნოტარიულად. მეურვეობა/მზრუნველობის შემთხვევაში, უნდა იქნეს წარმოდგენილი შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (საზღვარგარეთ გაცემული დოკუმენტი უნდა იყოს ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაშია იგი გაცემული). 18 წლამდე ასაკის და/ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა შემთხვევაში, უნდა იქნეს წარმოდგენილი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის დამოწმებული თანხმობა. სავიზო განაცხადში, სახელი (middel name-თან ერთად) და გვარი უნდა მიეთითოს სრულად, დიდი ასოებით, სამგზავრო დოკუმენტის იდენტურად
  • ფოტო ICAO სტანდარტის შესაბამისად (3.5/4.5), რომელიც უნდა აიტვირთოს სავიზო განაცხადში განსაზღვრულ ადგილას. თუ წარმოდგენილი ფოტო არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტს, სავიზო განაცხადი არ განიხილება
  • სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტის) ასლი - გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამასთან, პასპორტის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ვიზის ხანგრძლივობას სულ მცირე 3 თვით, უნდა შეიცავდეს ვიზის ბლანკის დასატანად ვარგის, არანაკლებ ორ თავისუფალ გვერდს, არ უნდა იყოს დაზიანებული და არ უნდა შეიცავდეს არაოფიციალურ ჩანაწერებს
  • საქართველოში მგზავრობის მიზნის დადასტურება - დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელის ოჯახის წევრი კანონიერად იმყოფება საქართველოში (საიმიგრაციო ვიზა, ბინადრობის მოწმობა), ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა)
  • ჯანმრთელობის/სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც მოქმედია ვიზის მოქმედების ვადით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში, დაფარავს როგორც მკურნალობის, ისე გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს
  • საცხოვრებლის დამადასტურებელი (მაგ. სასტუმროს ჯავშანი, ან ქირავნობის ხელშეკრულება ქირავნობის ხანგრძლივობის და ოდენობის მითითებით, ნოტარიულად დამოწმებული და უძრავი ქონების ფლობის/განკარგვის უფლების დადასტურებით, მეპატრონის წერილობითი თანხმობა ქირავნობის ხანგრძლივობის და ოდენობის მითითებით, ნოტარიულად დამოწმებული და უძრავი ქონების განკარგვის უფლების დადასტურებით)
  • საკმარისი ფინანსური სახსრების დამადასტურებელი: მოწვევა თუ მომწვევი პირი უზრუნველყოფს უცხოელს მგზავრობისა და საქართველოში ყოფნისათვის საკმარისი ფინანსური სახსრებით, შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად; დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი საკუთარი სახსრებით დაფარავს მგზავრობისა და საქართველოში ყოფნისათვის საჭირო ხარჯებს
  • ბილეთის ჯავშანი
  • სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
     

D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა 

გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.