Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აპოსტილი / ლეგალიზაცია

საკონსულო ლეგალიზაცია ნიშნავს უცხო ქვეყნების ხელისუფლების ორგანოების მიერ, ან მათი მონაწილეობით გაცემული დოკუმენტის, საქართველოში გამოყენების მიზნითდამოწმების პროცედურას. დამოწმების გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ დოკუმენტის საქართველოში გამოყენებას.

უცხო ქვეყანაზეა დამოკიდებული მის მიერ გაცემულ დოკუმენტს ესაჭიროება ლეგალიზაციის პროცედურები, აპოსტილით დამოწმება თუ საერთოდ გათავისუფლებულია ყოველგვარი დამოწმების მოთხოვნისგან.

ინდონეზია, სინგაპური და ფილიპინები არიან "უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ" ჰააგის კონვენციის მონაწილეები, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში გაცემული დოკუმენტები არ საჭიროებს ლეგალიზაციის პროცედურის გავლას.

საკონსულო ლეგალიზაცია ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

მომსახურება შესაძლებელია გაწეულ იქნას როგორც საკონსულო სამსახურში უშუალო ვიზიტის, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით მომსახურების მოთხოვნის გზით.

საქართველოს საელჩო ქ. ჯაკარტაში განახორციელებს საკონსულო ლეგალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასამოწმებელ დოკუმენტზე უკვე განხორციელდა შესაბამისი ქვეყნის შიდა სახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურები.

წარსადგენი დოკუმენტები

  • https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit
  • სალეგალიზაციო დოკუმენტი-ორიგინალი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა);
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • წარმომადგენლის მეშვეობით ლეგალიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენი იქნება რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:

  • სალეგალიზაციოდ წარმოდგენილია მხოლოდ დოკუმენტის თარგმანი;
  • სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები ან აქტები არ ექვემდებარება საკონსულო ლეგალიზაციას;
  • სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის სრულყოფილი;
  • სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი საჭიროებს თარგმანს;
  • სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული ბეჭედი და ხელმოწერა არ მოიპოვება, ან არ ედრება რეესტრში დაცულ ნიმუშებს;
  • სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი, ან აქტი არ არის გაცემული საკონსულო ოლქის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
  • არ იქნა წარმოდგენილი მომსახურების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.

მომსახურების საკონსულო მოსაკრებელია თითოეული დოკუმენტისათვის 15 აშშ დოლარი.