საქართველოსა და საქართველო-ინდონეზიის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ საჯარო ლექცია
2026 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოსა და ჯაკარტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (UNJ) თანამშრომლობით, საქართველოსა და საქართველო-ინდონეზიის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა. ლექცია ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თორნიკე ნოზაძემ წაიკითხა. ღონისძიებას სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ელჩმა საქართველოს ისტორიაზე, კულტურასა და ტრადიციებზე, ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას, სტუდენტურ გაცვლებსა და ორი ქვეყნის ხალხებს შორის კავშირების გაძლიერებას. სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, ფირდაუს ვაჯდიმ, ქართულ უნივერსიტეტებთან აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი გამოხატა.
ლექციის დასასრულს ელჩმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა