Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში, აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ფილიპინების რესპუბლიკაში, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN)

შეხვედრა ინდონეზიის წარმომადგენელთა პალატის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის (BKSAP) თავმჯდომარის მოადგილესთნ

2026 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიის რესპუბლიკაში, თორნიკე ნოზაძე ინდონეზიის წარმომადგენელთა პალატის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის (BKSAP) თავმჯდომარის მოადგილეს, მუჰამად ჰუსეინ ფადლულოჰს შეხვდა.
 
მხარეებმა საქართველოსა და ინდონეზიას შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებას, მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერებასა და დელეგაციების ვიზიტების გაცვლას.
 
ინდონეზიურმა მხარემ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა. გამოითქვა საქართველოში მომავალ საპარლამენტო ღონისძიებებში მონაწილეობის ინტერესი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტებისა და აქტიური საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობას.