Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში, აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ფილიპინების რესპუბლიკაში, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN)

ინდონეზიაში საქართველოს საელჩომ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 24 სექტემბერს, ინდონეზიაში საქართველოს საელჩომ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში 22 ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის საქართველო, როგორც თანაორგანიზატორი. ღონისძიებას საქართველოს ელჩი, თორნიკე ნოზაძე დაესწრო.
 
ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჯაკარტის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ევროკავშირის ეროვნული კულტურის ინსტიტუტების ქსელის (EUNIC) და ინდონეზიაში ევროკავშირის დელეგაციის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა და მის მთავარ მიზანს ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა და უცხო ენების შესწავლის წახალისება წარმოადგენდა.
 
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები, მოსწავლეები და ადგილობრივი საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.