საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილია დარჩიაშვილი ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ISIS-ის გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს გორდან გრილიჩ-რადმანის შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და ამ მხრივ ხორვატიის გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ხორვატიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.
 
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მრავალწლიან ძალისხმევას და მიღწეულ პროგრესს როგორც სექტორული რეფორმების, ასევე ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა ქართველი ხალხის მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საერთო გამოწვევას და აღნიშნეს რომ ამ გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, რაც შესაბამის გადაწყვეტილებაში უნდა გამოიხატოს წევრობაზე განაცხადის განხილვის პროცესში.

აღინიშნა ხორვატიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გააქტიურების პერსპექტივებზე და იმ დიდ პოტენციალზე რაც არსებობს ურთიერთობების გასაღრმავებლად როგორც ვაჭრობის, ეკონომიკის, პოლიტიკის და სხვა სფეროებში.

მინისტრები შეთანხმდნენ მაღალი დონის ვიზიტებს გაცვლაზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში მიიწვია.