Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს წარმომადგენლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN). აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ფილიპინების რესპუბლიკაში

ილია დარჩიაშვილი ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

22 სექტემბერს, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრს, საიდბადრ ალბუსაიდს შეხვდა.შეხვედრისას მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსა და ომანს შორის მზარდი ორმხრივი ურთიერთობები.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ყურის ქვეყნებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას.განსაკუთრებით აღინიშნა ურთიერთობები ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი საჰაერო ავიარეისების აღდგენა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას ორივე მიმართულებით.

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში.