Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს წარმომადგენლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN). აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ფილიპინების რესპუბლიკაში

ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანს ტობიას ლინდნერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე. აღინიშნა ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს.

კიდევ ერთხელ აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. 

შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის დიპლომატიური საქმიანობის შესახებ ტექნიკური ხასიათის შეთანხმებას.