ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტში გამართული შეხვედრის შესახებ
საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თორნიკე ნოზაძემ შეხვედრა გამართა პარტია „გერინდრა“-ს თავმჯდომარესთან, ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავდაცვის, საგარეო და საინფორმაციო საქმეთა პირველი კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან, ბუდისატრიო ჯივანდონოსთან.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას.