ლექცია ბაკრის უნივერსიტეტში
14 აპრილს, ბაკრის უნივერსიტეტმა საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის, თორნიკე ნოზაძის საჯარო ლექციას უმასპინძლა.
თორნიკე ნოზაძემ მსმენელებს გააცნო საქართველოს ისტორია, კულტურული მრავალფეროვნება და ტრადიციები, ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი, საქართველო-ინდონეზიის ორმხრივ ურთიერთობები და განვითარების პერსპექტივები.
ლექციის დასასრულს, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.