Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს წარმომადგენლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN). აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ფილიპინების რესპუბლიკაში

ილია დარჩიაშვილი ისრაელის ქნესეთის სპიკერს შეხვდა

2023 წლის 3 მაისს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ისრაელის ქნესეთის სპიკერთან, ამირ ოჰანასთან.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ მჭიდრო მეგობრობას და ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებასა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის, როგორც ქვეყნებს შორის მულტიდისციპლინური თანამშრომლობის განვითარების როლი და მნიშვნელობა. ასევე აღინიშნა საქართველო-ისრაელის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ნაყოფიერი საქმიანობა და მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა.