შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში
19 ივნისს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თორნიკე ნოზაძემ შეხვედრა გამართა ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან, სუპრატმან ანდი აგტასთან. შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების სფეროში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით გატარებული და მიმდინარე რეფორმების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე. ამასთან, ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და პლატფორმებზე ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.