ილია დარჩიაშვილმა კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
2023 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების როგორც მიმდინარე დღის წესრიგი, ასევე სამომავლო გეგმები.
ილია დარჩიაშვილმა კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.