Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

30 ოქტომბერს, ელჩების ლექციის ციკლის ფარგლებში, ქალაქ ჯაკარტაში, პრეზიდენტის უნივერსიტეტმა საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის, თორნიკე ნოზაძის საჯარო ლექციას უმასპინძლა.

თორნიკე ნოზაძემ მსმენელებს გააცნო საქართველოს ისტორია, კულტურული მრავალფეროვნება და ტრადიციები, ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი, საქართველო-ინდონეზიის ორმხრივ ურთიერთობები და განვითარების პერსპექტივები. 

ლექციის დასასრულს, საქმეთა დროებით რწმუნებულმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.  ლექციას უნივერსიტეტის 250-მდე სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი დაესწრო.