Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს წარმომადგენლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN). აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ფილიპინების რესპუბლიკაში

ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა გერტ იან კოპმანთან

2023 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, სატელეფონო საუბარი გამართა ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, გერტ იან კოპმანთან.

საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიასთან მიმდინარე ინტენსიური კონსულტაციები, ასევე შეაჯერეს ა.წ. სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში თბილისსა და ბრიუსელში მაღალ დონეზე გამართული შეხვედრების შედეგები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავაც განაგრძობენ აქტიურ კონსულტაციებს, რათა საქართველოს პროგრესი მაქსიმალურად აისახოს ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება ე.წ. „გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში.