Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში, აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ფილიპინების რესპუბლიკაში, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN)

შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში

10 თებერვალს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თორნიკე ნოზაძემ შეხვედრა გამართა ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, მუჰამად ჰუსეინ ფადლულოსთან, საქართველო-ინდონეზიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ამინ აკრამთან, ასევე, განათლების, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის წევრებთან, რუდი ჩაირანისთან და მუჰამად ჰილმანთან.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საპარლამენტო დიპლომატიის როლსა და ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებაზე. 

საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ფორმატს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.