Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2023 წლის 8 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ევროკომისიის, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, რასაც ქვეყანა ახორციელებს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე და კერძოდ, კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის 12 პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელებულ ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმებს.

2023 წლის 8 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  უმასპინძლა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროთა პოლიტიკური დირექტორების ერთობლივ ვიზიტს.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური დირექტორების ერთობლივი ვიზიტი ამ ფორმატში განხორციელებული პირველი სტუმრობაა საქართველოში. 

დელეგაცია მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. ასევე გაიმართა გაფართოებული შეხვედრები მინისტრის პირველ მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან და მინისტრის მოადგილესთან, თეიმურაზ ჯანჯალიასთან.

შეხვედრებისას განხილული იქნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და  აღინიშნა ამ პროცესში, პარტნიორთა მტკიცე მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ქართულმა მხარემ პოლიტიკურ დირექტორებს გაუზიარა დეტალური ინფორმაცია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს აქტიური ძალისხმევისა და განხორციელებული რეფორმების თაობაზე. გამოითქვა რწმენა,  რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის, მიმდინარე წელს, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ქართული მხარის სრულ მზადყოფნას კვლავაც განაგრძოს აქტიური პოლიტიკური დიალოგი და მჭიდრო კომუნიკაცია ევროპელ პარტნიორებთან.

გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ. 

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ ვითარებაზე. 

საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს. 

ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურმა დირექტორებმა დაადასტურეს საქართველოს საგარეო პრიორიტეტებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და გამოხატეს ქართულ მხარესთან რეგულარული დიალოგის  გაგრძელების მზაობა.