ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
2023 წლის 2 მაისს, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ხაზი გაუსვა საგარეო უწყებისთვის დიასპორის საკითხებზე მუშაობის პრიორიტეტულობას. ასევე, ისაუბრა იმ ინიციატივებსა და სიახლეებზე, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში.
ილი დარჩიაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს შეხვედრაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან შემდგომი ინტენსიური კომუნიკაციის მზადყოფნა გამოთქვა.
ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან, ასევე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან