პარლამენტში გამართული შეხვედრის შესახებ
1-ელ აგვისტოს, საქმეთა დროებით რწმუნებულმა თორნიკე ნოზაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარეს ფადლი ზონთან.
შეხვედრაზე იმსჯელეს საპარლამენტო დიპლომატიის როლსა და ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებაზე.