Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. „არჩევნების“ ჩატარებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონებში, ასევე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში - რუსეთის ფედერაციის მიერ 2023 წლის 8-10 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და უკრაინის კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.