Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში, აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ფილიპინების რესპუბლიკაში, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN)

19 მაისს, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თორნიკე ნოზაძემ შეხვედრა გამართა ინდონეზიის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან, ქ-ნ მარტინი პაჰამთან.

 

მხარეებმა განიხილეს ტურიზმის სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკა და თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობები. ინდონეზიურ მხარეს გადაეცა საქართველოსა და ინდონეზიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის პროექტი. ამასთან, ხაზი გაესვა სახელმწიფო და კერძო სექტორების მეტად დაახლოების, კომპეტენტურ უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.