Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

24 ივლისს, საქმეთა დროებითი რწმუნებული თორნიკე ნოზაძე შეხვდა ინდონეზიის რესპუბლიკის  ტურისტული სააგენტოების ერთ-ერთი უდიდესი ასოციაციის ASTINDO თავმჯდომარეს პაულინ სუჰარნოს და სხვა წარმომადგენლებს. ASTINDO აერთიანებს 1,500  ტურისტულ სააგენტოს 23 პროვინციაში. არის მსოფლიო ტურისტული სააგენტოების ასოციაციის ალიანსის (WTAAA), ASEAN-ის ტურისტული ასოციაციის ფედერაციის (FATA), ASEAN-ის ტურიზმის ასოციაციის (ASEANTA), მსოფლიო ტურიზმის ალიანსის (WTA), ასევე ინდონეზიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ინდონეზიის ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციის (GIPI) წევრი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია, მისი პოტენციალი და ინდონეზიიდან ტურისტული ნაკადის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების და პროექტების განხორციელების საკითხი.