ილია დარჩიაშვილი განაგრძობს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან
ილია დარჩიაშვილი განაგრძობს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან.
გვატემალას საგარეო საქმეთა მინისტრთან მარიო ბუქართან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერი თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა,რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა იმუშავებენ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. მარშალის კუნძულების რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ჯეკ ადინგთან შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობა წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებთან. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს. ყურადღება გამახვილდა ინსტიტუციური რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.