Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს წარმომადგენლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN). აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ფილიპინების რესპუბლიკაში

ილია დარჩიაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

2023 წლის 2 მაისს, ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის პრეზიდენტთან იცხაკ ჰერცოგთან.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე. აღინიშნა ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობები.  

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

იცხაკ ჰერცოგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.