Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში, აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ფილიპინების რესპუბლიკაში, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN)

AIPA-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შესახებ

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თორნიკე ნოზაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანთან სითი როზაიმერიანტი დათო ჰაჯი აბდულ რაჰმანთან.  

მხარეებმა განიხილეს არსებული საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის დინამიკა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე ზოგადად, ASEAN-ის წევრ სახელმწიფოებთან საერთო ინტერესების და ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ეკონომიკური, სავაჭრო, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა მიმართულებებით.